Click Guardian v2 Tracking Pixel Georgian Computer Service | საიტების დამზადება უმოკლედ დროში Click Guardian v2 Tracking Pixel >
WEB საიტების დამზადება

ვებ საიტის დამზადება თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, ხოლო პოტენციურ მომხმარებლებთან მარტივი კომუნიკაციისთვის ის საუკეთესო საშუალებაა.

WEB საიტის დამზადება თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, ხოლო პოტენციურ მომხმარებლებთან მარტივი კომუნიკაციისთვის ის საუკეთესო საშუალებაა.

ვებ საიტი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის მომხმარებლის პირველი შთაბეჭდილების წყარო, რომელიც განსაზღვრავს თქვენი კომპანიის შესაძლებლობას, მოხიბლოს და დააინტერესოს მნახველი.

კვლევების მიხედვით:

  • 2020 წლისთვის სამომხმარებლო გამოცდილება იქნება ბრენდის ღირებულებისთვის ყველაზე მთავარი იარაღი, რითაც გადაუსწრებს პროდუქტსა და ფასს.
  • მომხმარებელთა 95% მიუთითებს, რომ დადებითი სამომხმარებლო გამოცდილება მათ თვალში კომპანიას ამაღლებს.
  • მნახველთა 38% უბრალოდ დახურავს ვებსაიტს, თუ მას არამიმზიდველი დიზაინი ექნება.

მინი

₾299 -დან

  • მარტივი მინი პანელი
  • 1-5 გვერდი
  • ერთი ენა
  • სოციალური ქსელის პლაგინები
  • საკონტაქტო ფორმა
  • საიტის მობილური ვერსია

ბიზნეს საიტი

₾799 -დან

  • სამართავი პანელი
  • 1-∞ გვერდი
  • 1-2 ენა
  • ძებნა/ფილტრაცია
  • SEO ოპტიმიზაცია
  • სიახლეების, პროდუქტის დამატება

ინტერნეტ მაღაზია

₾1979 -დან

  • ონლაინ გადახდა
  • ონლაინ განვადება
  • რეგისტრაცია/ავტორიზაცია
  • SEO/Image/Security ოპტიმიზაცია
  • სამი ენა (EN,RU,GE)
  • დამატებითი უნიკალური ფუნქციები

WEB საიტი

WEB საიტი თქვენი ბრენდინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. როგორი უნდა იყოს ის, რომ გაამართლოს მომხმარებლის მოლოდინი?

წარმოიდგინეთ, თქვენ გაქვთ 10 წამი იმისათვის, რომ დააინტერესოთ მნახველი და რას იზამდით ამ დროს?

ჩვენ შეგვიძლია, დაგეხმაროთ ყველა მოლოდინის გამართლებაში და საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაში. (ან — ამ 10 წამის ყველაზე ეფექტურად გამოყენებაში)

მარკეტინგული კომპანია Georgian Computer Service  დაგიმზადებთ თქვენს ინტერესებსა და სურვილებზე მორგებულ ნებისმიერი სახის ვებსაიტს:

რას მიიღებთ თქვენ:

  • ინდივიდუალური და ორიგინალური ვებ დიზაინი, რომელიც ყოველთვის გამოგარჩევთ თქვენს კონკურენტებს შორის
  • სრულიად დაცული, ფუნქციონალური სისტემა და ადმინისტრატორის სამართავი პანელი
  • თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით შექმნილი სამომხმარებლო ინტერფეისი (UI) და თქვენს კლიენტებზე სრულად მორგებული სამომხმარებლო გამოცდილება (UX)
  • ჩვენი ვებ სამსახურის მუდმივი მხარდაჭერა. Georgian Computer Service საერთაშორისო გამოცდილებით უკვე *9 წელია აქტიურადაა ჩართული ქართულ მარკეტინგულ სამყაროში და თავის კლიენტებს სთავაზობს თანამედროვე მოთხოვნილებებზე ადაპტირებულ მარკეტინგის აუთსორსინგს.

სოციალური მედია მარკეტინგი

სოციალური მედია თანამედროვე რეალობაში ერთ—ერთი ყველაზე ძლიერი იარაღია საკუთარი ბიზნესის გასავითარებლად. შეიძლება ითქვას, წარმოუდგენელიც კია, კომპანია ოპერირებდეს საცალო სექტორში და არ ჰქონდეს FACEBOOK ან/და Instagram გვერდი.

რა თქმა უნდა, ამას თავისი მიზეზებიც აქვს. თუნდაც FACEBOOK—ის მაგალითზე:

  • მსოფლიოში ყოველთვიურად 2.32 მილიარდი აქტიური უნიკალური მომხმარებელი იყენებს FACEBOOK—ს
  • 1.52 მილიარდი ადამიანი ყოველდღიურად რამდენჯერმე შედის თავის ანგარიშზე და ათვალიერებს კონტენტს
  • 25-34 წლის ასაკობრივი ჯგუფი შეადგენს მთელი მომხმარებლების ყველაზე აქტიურ 29.7%-ს
  • პლატფორმა მთლიანად მორგებულია თანამედროვე საზოგადოებრივ მოთხოვნილებებზე, ითვალისწინებს ადამიანთა ინდივიდუალურობას და მათ მათი ინტერესების შესაბამის კონტენტს სთავაზობს, რაც ბიზნესებს უფართოვებს მოქმედების არეალს და აძლევს საშუალებას, უფრო მარტივად და ეფექტურად მიაწვდინონ ხმა საკუთარი მომხმარებლებსა თუ პოტენციურ მომხმარებლებს

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ, მიიქციოთ მნახველის ყურადღება და დააინტერესოთ ის თქვენი ბრენდით. გრაფიკული დიზაინი გამოხატავს თქვენს კომპანიას, ბრენდს, მის ღირებულებებსა და მიზნებს. ის ეფექტურად ფუთავს ყოველივე ამას და ყველაზე მარტივი და მიმზიდველი გზით ავრცელებს საზოგადოებაში.

კავშირი ჩვენთან

თიბისის სტარტაპერის სიაში

მისამართი

თბილისი, ცოტნე დადიანის ქუჩაN7
(სავაჭრო ცენტრი ქარვასლა 3 სართ)

სამუშაო საათები

მხოლოდ ჩვენთან
24/7

Call Now Button